ფეხბურთი

22:20 | 11.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: შჩესნიმ "იუვენტუსთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ტურინის „იუვენტუსმა“ ვოიცეხ შჩესნის ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც „ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდი იტყობინება, პოლონელი კლუბში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება.

შჩესნის ძველ კონტრაქტს ვადა 2022 წლის ზაფხულში გადიოდა, თუმცა ტურინულმა გრანდმა გამოცდილ კიპერს ნდობა გამოუცხადა.

შჩესნი „იუვეს“ 2017 წელს „რომადან“ შეუერთდა და დღემდე 84 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

0.109976