სხვა

20:49 | 11.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: საქართველო საბერძნეთთან დამარცხდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო ლიგის გათამაშებას საწყის ეტაპზე გამოეთიშა. რევაზ ჩომახიძის გუნდი A ჯგუფში იტალიასთან და საბერძნეთთან ერთად თამაშობდა და პირველი მატჩი იტალიაში ჯერ კიდევ დეკემბერში წააგო. ამჯერად კი, თბილისში საბერძნეთს უმასპინძლა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

სტუმართა უპირატესობა თავიდანვე თვალში საცემი იყო და ოთხივე პერიოდი მათ სასარგებლოდ დასრულდა.

საბოლოო ანგარიში სრულად ასახავდა მიმდინარე მოვლენებს - 7:19. ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა 0 ქულით ბოლო, მესამე ადგილი დაიკავა. რევაზ ჩომახიძის გუნდს კი, წინ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი ელოდება.

საქართველო - საბერძნეთი 7:19 (1:5, 2:4, 3:5, 1:5)

0.112134