ჭიდაობა

18:50 | 11.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში: ორი ქართველი ნახევარფინალში

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებს მეორე საშეჯიბრო დღეს ორი ნახევარფინალისტი ჰყავს.

60 კგ წონით კატეგორიაში ამირან შავაძემ ორი შეხვედრა ჩაატარა და ორივე დიდი უპირატესობით მოიგო. ამირანმა თავდაპირველად შვეიცარიელი დიმიტარ სანდოვი 8:0, ხოლო შემდეგ ამავე ანგარიშით ფინელი ალექსი ლატვალა დაამარცხა. ნახევარფინალში ჩვენებური თურქ კერემ კამალს დაეჭიდება.

72 კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალში გავიდა იური ლომაძე, რომელმაც ბელარუს იური კანკუს 11:0, ხოლო მეოთხედფინალში ხორვატ დომინიკ ეტლინგერს ასევე იგივე ანგარიშით სძლია. ფინალში გასასვლელად ჩვენებურს თურქი სელჩუკ ჯანის დამარცხება სჭირდება.

67 კგ წონით კატეგორიში გიორგი შოთაძემ საწყის შეხვედრაში გერმანელ ვიტალის ლაზოვსკის 3:2 აჯობა, მაგრამ შემდეგ სომეხ კარენ ასლაინიანთან 0:9 წააგო. შოთაძემ ახლა ასლაიანს უნდა უგულშემატკივროს, რადგა რეპეშაჟში იმ შემთხვევაშ გადაინაცვლებს, თუ მისი მძლეველი ფინალში გავა.

82 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი ლაშა გობაძე პირველივე შეხვედრაში ბელარუს სტანისლაუ შაფარენკასთან 0:4 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. თავის მხრივ, ბელარუსი ფალავანი მეოთხედფინალში დამარცხდა და გობაძემაც ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი დაკარგა.

97 კგ წონით კატეგორიში რევაზ ნადარეიშვილმა წარმატებული სტარტი აიღო და თავდაპირელად ლიეტუველი ვილიუს ლაურინატისი დაძაბულ ბრძოლაში 3:2 მოუგო, მეოთხედფინალში კი ფინელ მატი ელიას კუოსმანენთან 0:3 წააგო. კოუსმანენი ფინალში გავა, ნადარეიშვილი რეპეშაჟიდან გააგრძელებს ასპარეზობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ტურნირს დაასრულებს.

შეგახსენებთ, დღესვე 130 კგ წონით კატეგორიაში ფინალში ლევან არაბული იჭიდავებს, ხოლო ნუგზარ წურწუმია (55 კგ) ხალიჩაზე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121427