სხვა

18:10 | 11.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირში საქართველოს ნაკრების ჯგუფი ცნობილია

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირში ითამაშებს და წილისყრის შედეგად ცნობილია რევაზ ჩომახიძის გუნდის ჯგუფი.

ტურნირში მონაწილე 12 გუნდი ორ ექვსგუნდიან ქვეჯგუფში გადანაწილდა:

A ჯგუფი

საქართველო, აზიის საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული, კანადა, ბრაზილია, მონტენეგრო, საბერძნეთი

B ჯგუფი

ხორვატია, ჰოლანდია, აზიის საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული 2, რუსეთი, გერმანია, არგენტინა

სალიცენზიო ტურნირი 22-29 მარტს როტერდამში ჩატარდება და იმასაც გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირში ისტორიაში პირველად ითამაშებს. თითოეული ქვეჯგუფიდან 4 ნაკრები გავა და ასპარეზობას პლეი-ოფის სისტემით მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რევაზ ჩომახიძის გუნდმა ერთი თვის წინ ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და მეათე ადგილი დაიკავა.

0.113303