კალათბურთი

13:09 | 11.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 17 ქულა და "სეტონ ჰოლის" მორიგი გამარჯვება

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი ლიდერ „ვილანოვას“ დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - 70:64.

მამუკელაშვილმა აღნიშნულ შეხვედრაში 36 წუთი ითამაშა, რა დროშიც 17 ქულა, 8 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.

ბიგ ისთის კონფერენციაში „სეტონ ჰოლს“ 10 მოგების საპირისპიროდ 1 მარცხი აქვს და პირველ პოზიციაზე იმყოფება. ქართველი ფორვარდის გუნდი მომდევნო შეხვედრას 13 თებერვალს, შინ „კრეიტონთან“ გამართავს.

თეგებიNCAA
0.116073