ფეხბურთი

11:46 | 11.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" თურქეთში პირველი სპარინგი წააგო

თბილისის "ლოკომოტივმა" თურქული შეკრება დაიწყო და პირველი სპარინგშეხვედრაც გამართა. ლევან კორღალიძის გუნდი დანიის ქვედა ლიგის ბინადარ "ფრედერიციას" დაუპირისპირდა.

მატჩი დაძაბული გამოდგა და მისი ბედი მატჩის მიწურულს გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. დანიელებს 81-ე წუთზე ანდრეს ჰოლვარდმა მოაგებინა.

აღნიშნულ შეხვედრაში "ლოკომოტივმა" შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:

ლოკომოტივი: შეროზია, უბილავა (C), გურეშიძე, ანდრონიკაშვილი, გაბაძე, ძებნიაური, შონია, სამურკასოვი, ინჯგია, კობახიძე, სიხარულიძე

სათადარიგო შემადგენლობა: მამარდაშვილი, კაპანაძე, ჭანტურია, მჭედლიშვილი, ჯინჯოლავა, დარცმელია, ჟორდანია, შეწირული, შეყილაძე, ულად ომარ, გავაშელიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114304