კალათბურთი

12:43 | 11.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევროლიგის ტოპ 10 ჩატენვა იანვარში: შენგელია მეორე ადგილზეა (VIDEO)

თორნიკე შენგელიას დანქი კატალონიის "ბარსელონასთან" მატჩში ევროლიგაში იანვრის თვეშიც გამოარჩიეს. ქართველმა მატჩის დასრულებამდე წამებით ადრე, როდესაც ანგარიში საყაიმო იყო, თამაში საკუთარ თავზე აიღო, ნიკოლა მიროტიჩს გადაუფრინა და ულამაზესი ჩატენვით "ბასკონიას" გამარჯვებაში დაეხმარა.

ამ ეპიზოდმა ევროლიგის ჩატენვებს შორის მეორე ადგილი დაიმსახურა და მხოლოდ ცსკა-ს კალათბურთელ მაიკ ჯეიმსს ჩამორჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139677