ავტოსპორტი

4:44 | 11.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესმა“ ახალი სპონსორი და სარბოლო ფორმა გაგვაცნო

ლონდონის სამეფო ავტო კლუბში გამართულ სპეციალურ ცერემონეზე, „მერსედესმა“ თავისი ახალი სპონსორი, ნავთობკომპანია კომპანია „ინეოსი“ და სარბოლო ავტომობილის ახალი გაფორმება წარმოგვიდგინა. ამისთვის კი შარშანდელი ჩემპიონი W10 გამოიყენა.

როგორც ცნობილია, სამქიმიანები ახალ სარბოლო ავტომობილს, რომლითაც ლუის ჰამილტონი და ვალტერი ბოტასი, ფ1-ის 2020 წლის ჩემპიონატრში იასპარეზებენ, მოგვიანებით გვიჩვენებენ.

ლონდონში გამართულ წარდგენას, გუნდის შეფი ტოტო ვოლფი და „ინეოსის“ მთავარი აღმასრულებელი, სერ ჯეიმს რეტკლიფი გაუძღვნენ, რომლებმაც ავტომობილს საბურველი მოხსნეს. ახალი სპონსორის ლოგო და ფერები, ავტომობილის ძრავის ამღების კორპუსზე და წინა და უკანა ანტი ფრთებზე განლაგდა.

საინტერესოა, რომ „მერსედესი“ და „ინეოსი“ მჭიდროდ თანამშრომლობენ ველოსპორტსა და აფროსნობაში. სწორედ სამქიმიანებმა მოამზადეს „ინეოსის“ სარბოლო აფრიანი ნავი (RB2) ამერიკის თასის რეგატისთვის. „მერსედესის“ სპეციალისტებმა ნავის აეროდინამიკა, მართვის სისტემა, ჰიდრავლიკა შეიმუშავეს.

„სიამაყით წარმოგიდგენთ ინეოსს ჩვენი გუნდის მთავარი პარტნიორის სტატუსით. ამ კომპანიის ამბიციები, მისი განვითარების დინამიკა, მერსედეს AMG-ს შულისკვეთებას იდეალურად შეესაბამება. ჩვენ სრულყოფილებისკენ მუდმივი სწრაფვა და უმაღლესი მიზნების მიღწევის სურვილი გვაერთიანებს. ეს პარტნიორობა, ფ1-ში ჩვენი სამომავლო გეგმების ქვაკუთხედი გახდება“, - განაცხადა ვოლფმა.

„მერსედესის“ და „ინეოსის“ პარტნიორობა ხუთ სეზონს მოიცავს. ეს კი ირიბი დასტურია იმისა, რომ სამქიმიანები დიდი პრიზების არენაზე, სულ ცოტა, ხუთი წლით დარჩებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113024