ფეხბურთი

1:59 | 11.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი ლეგიონერების მატჩებს დაესწრო

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი თავის ასისტენტებთან ერთად ეროვნული ნაკრების კანდიდატებს აქტიურად აკვირდება.

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, სლოვაკი და მისი სამწვრთნელო შტაბი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილთან ერთად 4-9 თებერვალს თურქეთში ანტალიის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ქართველი ფეხბურთელების გუნდები შეკრებას გადიან.

ანტალიაში ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, დავით ხოჭოლავა, ლაშა პარუნაშვილი, გია გრიგალავა და ელგუჯა ლობჯანიძე ემზადებიან. მატჩებზე დასწრების გარდა, ვაისს ლეგიონერების კლუბების სამწვრთნელო შტაბთანაც ჰქონდა კომუნიკაცია. ამასთან, სლოვაკი „დინამო თბილისის“ მატჩსაც დაესწრო და კახა ჩხეტიანსაც გაეუსაბრა.

აქვე გეტყვით, რომ მანამდე ვაისი კვიპროსში „ანორთოსისს“ სტუმრობდა, სადაც ხუთი ჩვენებური, გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე, მურთაზ დაუშვილი და ნიკა კაჭარავა ირჯებიან.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელით თურქეთის შემდეგ ევროპაში მოთამაშე ლეგიონერების მატჩებზეც დასწრებას გეგმავს. შეგახსენებთ, „ჯვაროსნები“ 26 მარტს, ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114886