ფეხბურთი

21:08 | 10.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ჯანაშია: "ყველა ფეხბურთელს სურს ევროპულ დონეზე თავის გამოჩენა"

დღეს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის, ზუგდიდის „დინამოს“ პრეზიდენტის ზაზა ჯანაშიას დაბადების დღეა. იუბილესთან დაკავშირებით, ჩვენებური მოსკოვის „ლოკომოტივმა“ გაიხსენა, სადაც კარიერის ოქროს წლები გაატარა და მასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

ჯანაშია „ლოკომოტივში“1996-2001 წლებში თამაშობდა და 194 მატჩში 52 გოლი გაიტანა, ხოლო ევროტურნირებზე 31 შეხვერდაში 14 გოლი მიითვალა (ორჯერ ჰეთ-თრიქიც შეასრულა) და დღემდე კლუბის ისტორიაში ლეგიონერებს შორის ევროსარბიელზე საუკეთესო ბომბარდირია.

„რკინიგზელთა“ რიგებში ზაზამ ოთხჯერ რუსეთის თასი მოიგო, ხოლო სამჯერ რუსეთის ჩემპიონატის ვერცხლის მედალს დაეუფლა.

„ერთხელ შეკრებაზე „სამტრედიასთან“ ერთად ვიყავი და ჩვენი მეტოქეები „დინამო“, „ტორპედო“ და „ლოკომოტივი“ იყვნენ. ყველა დავამარცხეთ და რამდენიმე გოლი გავიტანე. იმ დროს ჩვენი მწვრთნელი იყო მურთაზ ხურცილავა - პატივცემული ადამიანი. მას ჰკითხეს: „არის თქვენს გუნდში კარგი ფეხბურთელები?“ და უპასუხა: „ნახეთ ჯანაშია“.

მოგვიანებით უეფას თასზე ვითამაშეთ, სადაც სიომინის ხალხი მოვიდა. ესაა ყველაფერი. არ მინდოდა მოსკოვში გამგზავრება, მაგრამ მოლაპარაკებების გამო მომიწია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ პასპორტი არ მქონდა. თვითმფრინავი დაეშვა და ყველანი დაიძრნენ, მე კი დავჯექი. მკითხეს, ვის ელოდებით, რაზეც ვუპასუხე: „არ ვიცი“. აეროპორტიდან სტადიონზე წავედით, იქ სიომინი და ფილატოვი დამხვდნენ. „გილოცავთ ზაზა, თქვენ „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი ხართ, ხელშეკრულება მზადაა, მოაწერეთ ხელი“. მე ვუთხარი, რომ ვერაფერს მოვაწერდი, რადგან პასპორტი არ მქონდა. ამის შემდეგ პასპორტი და მართვის მოწმობა ერთ საათში გაკეთდა და რუსეთში გამოაგზავნეს.

მოსკოვი ძალიან დიდი ქალაქია, ორჯერ-სამჯერ ერთი და იმავე ადგილს წრეს ვარტყამდი და მაშინ მივხვდი, რომ თვალები უნდა გამეხილა, ასეთი გზები საქართველოში არ იყო. იმასაც ვფიქრობდი, როგორ წამეკითხა საგზაო ნიშნები რუსულ ენაზე. თავიდან ვფიქრობდი, რომ რუსეთში ორი-სამი წელი ვითამაშებდი და შემდეგ საქართველოში დავბრუნდებოდი, მაგრამ ისინი არსად მიშვებდნენ, მეც ჩემს თავს „ლოკომოტივის“ გარეშე ვერ ვხედავდი.

ამა თუ იმ გზით ყველა ფეხბურთელს სურს, რომ ევროპულ ასპარეზზეც შეამჩნიონ. ეს ცხოვრებისეული აღმასვლაა. ევროთასების მატჩებისთის განსხვავებულად ვემზადებოდით, განწყობაც განსხვავებული იყო. მე კვლავაც „ლოკომოტივის“ საუკეთესო ბომბარდირი ვარ ევროთასებზე ლეგიონერებს შორის.

„ლოკომოტივის“ დატოვებას ვნანობ, შემეძლო ბავშვების გაწვრთნა ან სხვა საქმის გაკეთება, მაგრამ კლუბი თითქმის ყველამ დატოვა და არ მინდოდა მარტო დავრჩენილიყავი, იმ მომენტში ბევრი რამ შეიცვალა და წასვლა ძნელი იყო“, - თქვა ჯანაშიამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.141886