ფეხბურთი

18:15 | 10.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგაში კურტუა საუკეთესოა

ესპანური ლა ლიგის იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა დასახელდა. აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ვებგვერდი ავრცელებს.

კურტუამ იანვარში სამი მატჩი ჩაატარა, ორჯერ კარი მშრალად შეინახა და ერთადერთი გოლი გაუშვა.

მთლიანობაში 27 წლის ბელგიელმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგის ეგიდით ოცჯერ ითამაშა და 11 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119541