კალათბურთი

1:10 | 10.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის შესანიშნავი თამაში "ბარსელონასთან" და სამქულიანების 100%-იანი შედეგი

ესპანეთის ლიგა ენდესას XXI ტურში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და უბრძოლველად, 65:81 დამარცხდა. თუმცა, თავისი გუნდის რიგებში ჩვენებური საუკეთესო იყო.

ბურჯანაძემ 21:50 წუთში 13 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 1 ორქულიანი (50%), 3-დან 3 სამქულიანი (100%) და 2-დან 2 საჯარმო (100%) ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა.

ნიშანდობლივია, რომ მარგი ქმედების კოეფიციენტის მაჩვენებლითა და მოპოვებული ქულებით ბექა „გრან კანარიას“ რიგებში საუკეთესო იყო. განსაკუთრებით გამოსარჩევია სამქულიანები 100%-იანი შედეგიც.

მისი გუნდი კი, 21 ტურის თავზე 9 მოგებითა და 11 წაგებით მე-11 ადგილზე იმყოფება, ხოლო მომდევნო შეხვედრას 29 თებერვალს, „მორაბანკ ანდორასთან“ სტუმრად გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113987