ძიუდო

22:00 | 9.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვარლამ ლიპარტელიანის ვერცხლის მედალი პარიზის გრან პრიზე

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე გრან პრიზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა მოუტანა.

100 კგ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოსტი პარიზში ვერცხლის მედალს დაეუფლა. ფინალში ვარლიმა ისრაელის წარმომადგენელ პეტერ პალტიჩს დაუპირისპირდა, აქტიურობდა კიდეც, მაგრამ ოქროს ქულისთვის ბრძოლაში სახიფათო ილეთის გამო გააფრთხილეს, რაც ავტომატურად მარცხს ნიშნავდა.

ლიპარტელიანი C ჯგუფში ასპარეზობდა, სადაც პირველი წრისგან თავისუფალი იყო. ქართველმა ძიუდოისტმა თავდაპირველად სამხრეთ კორეელი ჯაე იუნ კიმი დაამარცხა, ამას მონტენეგროელ დანილო პანტელიჩთან გამარჯვება მოჰყვა, ნახევარფინალში გადასვლელი დაპირისპირება კი ვარლამმა ლატვიელ იევგენის ბოროდავკოს მოუგო.

ნახევარფინალში ჩვენებურმა რუსი მეტოქე, არმან ადამიანი დაჯაბნა და ფინალში ასპარეზობის უფლება ამ გზით მოიპოვა. სამწუხაროდ, გადამწყვეტ შეხვედრაში ჩვენებური დამარცხდა ვერცხლის მედალს დასჯერდა.

+100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალთან ახლოს იყო გელა ზაალიშვილი. ქართველმა ძიუდოისტმა აზერბაიჯანელი შაჰინ გაჰრამანოვი, ბრაზილიელი დავიდ მოურა და უზბეკი ბეკმუროდ ოლტიბოევი დაამარცხა. თუმცა ჯერ ნახევარფინში ჰოლანდიელ ჰენკ გროლთან, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში რუს ინალ ტასოევთან იპონით დამარცხდა. ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა პარიზის გრან პრიზე ერთადერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა, რომელიც ლიპარტელიანის ანგარიშზეა.

0.117206