კალათბურთი

12:39 | 9.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

„მინესოტამ“ „კლიპერსი“ გაანადგურა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ცხრა შეხვედრა გაიმართა.

„მილოუკმა“ გასვლაზე „ორლანდო“ 111:95 დაამარცხა. „ორლანდო“ მთელი სეხვედრა მდევრი როლში იყო. ბრუკლ ლოპესმა 23 ქულა ჩააგდო. ვუჩევიჩს 21 ქულა და 14 მოხსნა ჰქონდა. იანის ადეტოკუმპოს სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა 19 ქულა, 18 მოხსნა და 9 პასი. „მილოუკი“ 45 მოგებით და 7 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

„ლეიკერსმა“ გასვლაზე „გოლდენ სტეიტი“ 125:120 დაამარცხა. ენტონი დევისმა 27 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. „მეომრების“ ახალწვეულმა ენდრიუ უიგინსმა სადებიუტო შეხვედრაში 24 ქულა ჩააგდო. ლებრონ ჯეიმსს 22 ქულა, 11 პასი და 8 მოხსნა ჰქონდა. „ლეიკერსი“ 39 მოგებით და 12 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა.

„მინესოტამ“ შინ „კლიპერსი“ 142:115 გაანადგურა. „ტიმბერვულვზმა“ მეტოქეს ოთხივე პერიდოი მოუგო. მატჩში ყველაზე მეტი 29 ქულა კავაი ლეონარდმა ჩააგდო. მინესოტელებმა გუნდური კალათბურთი ითამაშეს და შვიდმა მოთამაშემ მინიმუმ 14 და მეტი ქულა ჩააგდეს.

„ორლანდო“ – „მილოუკი“ 95:111 (24:29, 22:32, 25:21, 24:28) (VIDEO)

„შარლოტ ჰორნეტსი“ – „დალასი“ 100:116 (10:31, 33:33, 22:30, 35:22)(VIDEO)

„დეტროიტი“ – „ნიუ იორკი“ 92:95 (28:17, 22:31, 17:19, 25:28) (VIDEO)

„ინდიანა“ – „ნიუ იორკი“ 117:124 (26:31, 29:29, 30:28, 32:36)(VIDEO)

„ტორონტო“ – „ბრუკლინი“ 119:118 (33:36, 33:18, 34:34, 19:30)(VIDEO)

„მინესოტა“ – „კლიპერსი“ 142:115 (40:31, 41:28, 31:29, 30:27) (VIDEO)

„გოლდენ სტეიტი“ – „ლეიკერსი“ 120:125 (25:33, 34:33, 25:30, 36:29)(VIDEO)

„ფინიქსი“ – „დენვერი“ 108:117 (37:28, 17:27, 24:28, 30:34) (VIDEO)

„საკრამენტო“ – „სან ანტონიო“ 122:102 (24:23, 28:26, 37:29, 33:24)(VIDEO)



0.122769