კალათბურთი

15:45 | 9.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

დუდა სანაძის 20 ქულა ვიტორიას დამარცხებას არ ეყო

დუდა სანაძემ პორტუგალიაში ისევ გაიბრწყონა. “ოლივეირენშეს” ქართველმა ლეგიონერმა პორტუგალიის ჩემპიონატის მე-19 ტურში “ვიტორიას” გასვლით შეხვედრაში 20 ქულა ჩაუგდო, თუმცა ეს მისი გუნდის გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. მატჩი გიმარაეშელებმა – 85:79 მოიგეს.

არადა, სანაძის გუნდს მეტად პრინციპული მეტოქე ჰყავდა. ორივე მეტოქეს ქულების თანაბარი ოდენობა ჰქონდა და გამარჯვებული მე-4 ადგილზე ინაცვლებდა. საქართველოს ნაკრების წევრმა, რომლის შესახებაც დღეს ქართულ მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ტრავმირებული იყო, სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 38:42 წუთი გაატარა. დუდამ 9-დან 5 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე საბოლოოდ 20 ქულა, 5 პასი და 2 მოხსნა დაგროვდა.

12 მოგებითა და 7 მარცხით “ოლივეირენშე” პორტუგალიის 14-გუნდიან ლიგაში მე-5 ადგილზეა. შენმეგ ტურში, 15 თებერვალს, სანაძის გუნდი “ბარეირენშეს” უმასპინძლებს.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111873