ჩოგბურთი

12:17 | 9.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი როტერდამის ტურნირზე ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირზე ითამაშებს. ნიკა ტურნირის ძირითადი ბადის პირველ შეხვედრას 10 თებერვალს გამართავს. ქართველის მეტოქე რუსი ანდრეი რუბლევი იქნება. ურთიერთშეხვედრებში ნიკოლოზი 2:1-ს უგებს.

როტერდამში პირველ ნომრად დანიელ მედვედევია განთესილი, მეორე ნომერი სტეფანოს ციციპასია, მესამე გაელ მონფილსი.

ტურნირის საპრიზო ფონდი 2 მილიონი ევროა, ხოლო გამარჯვებული 500 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

0.111797