ფეხბურთი

11:43 | 9.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" დიბალასთან მოლაპარაკება დაადასტურა

არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევმა პაულო დიბალამ შესაძლოა ტურინის "იუვენტუსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს. როგორც კლუბის სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ განაცხადა, სამხრეთამერიკელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ცდილობენ ფეხბურთელს კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე გაუხანგრძლივონ.

"დიბალა "იუვენტუსისთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მას ვაფასებთ. ჩვენ უკვე გვქონდა მოლაპარაკებები იანვარში და შევთანხმდით, რომ სეზონის ბოლომდე გადაწყვეტილებამდე მივალთ და ასევე ვთანხმდებით იმაზეც, რომ ადგილის მოსაპოვებლად გუნდში მაღალი კონკურენციაა." - ციტირებს DAZN-ი პარატიჩის სიტყვებს.

დიბალა "იუვენტუსში" 2015 წელს "პალერმოდან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. სამხრეთამერიკელის სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112012