ფეხბურთი

3:57 | 9.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

დამძიმებული "იუვენტუსი" და შანსი კონკურენტებს

იტალიის სერია A-ში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. „იუვენტუსმა“ მორიგი მარცხი განიცადა და ამით კონკურენტებს, „ინტერსა“ და „ლაციოს“ მიახლოვების შანსი მისცა. შედარებისთვის, თუ დღეს ორივე მოიგებს, „ნერაძური“ ქულებით გაუთანაბრდება, ხოლო რომალების ჩამორჩენა კინკილა ქულა იქნება.

მაურიციო სარის გუნდი წელს ციდან ვარსკვლავებს რომ ვერ წყვეტს, ძველი ამბავია. თუმცა, სტუმრად ზედიზედ მეორე თამაში წააგო, რაც ცხადია კლუბის უფროსობისთვის შემაშფოთებელი უნდა იყოს.

„ბებერ ქალბატონს“ შეეძლო მოგება, რადგან იგებდა და თამაშსაც აკონტროლებდა, მაგრამ ბოლოსკენ შეცდომები დაუშვა და ქულების გარეშე დარჩა. ანგარიში 65-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა. პორტუგალიელმა შეტევა თავად დაიწყო და თავადვე დაასრულა, ჩინებულად გაისარჯა. ეს იყო სერია A-ს ზედიზედ მეათე მატჩში გოლი მისთვის და „იუვენტუსში“ მსგავსი შედეგი არასდროს არავის ჰქონია.

თუმცა, კრიშტიანუს გოლმა „იუვე“ მარცხისგნა ვერ იხსნა. ჯერ მირალემ პიანიჩმა გაუკეთა საგოლე პასი ფაბიო ბორინის, შემდეგ კი, ლეონარდო ბონუჩიმ ხელით ითამაშა საკუთარ საჯარიმოში და პენალტი ჯამპაოლო პაცინიმ გაიტანა. თამაშის დასრულდა და ტურინელებისთვის ეს იყო ჩემპიონატში მესამე, სეზონში კი მეოთხე მარცხი. „ინტერმა“ კი დიდებული შანსი მიიღო, რომ რამდენიმე ტურის შემდეგ ქულებით ისევ გაუტოლდეს. ანტონიო კონტეს გუნდს ამისთვის დერბი დელა მადონინაში „მილანის“ ძლევა სჭირდება.

დღეს კიდევ ორი მატჩი იყო: „ატალანტამ“ ფლორენციაში ტაიმი წააგო, მაგრამ მეორე ნახევარში სიტუაცია გამოასწორა და გამარჯვებაც იზეიმა. „ტორინოს“ კი ახალი მწვრთნელიც ვერ შველის, რადგან „ხარებმა“ შინ გენუის „სამპდორიასთან“ წააგეს და მდგომარეობა დაიმძიმეს.

ახლა კი, XXIII ტურში ყველას ყურადღება „სან სიროსკენ“ იქნება მიმართული, სადაც მილანური დერბი გველოდება.

„ვერონა“ – „იუვენტუსი“ 2:1 (0:0)

ვერონა, „ბენტეგოდი“

„ვერონა“ (3-4-3): სილვესტრი; რაჰმანი, გუნტერი, კუმბულა; ფარაონი, ამრაბატი, ველოზუ (ვერე 58), ლაზოვიჩი (დიმარკო 79); პესინა, ბორინი, ძაკანი (პაცინი 69)

მწვრთნელი: ივან იურიჩი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო; ბენტანკური (დე შილიო 82), პიანიჩი, რაბიო; დუგლას კოშტა (რემზი 72), იგუაინი (დიბალა 59), რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 რონალდუ (65), 1:1 ბორინი (78), 2:1 პაცინი (86, პენ)

გაფრთხილება: ლაზოვიჩი (39), პესინა (41) - ალექს სანდრო (20), ბონუჩი (85)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 10 (5) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: დავიდე მასა

„ფიორენტინა“ – „ატალანტა“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 კიეზა (32), 1:1 ძაპატა (49), 1:2 მალინოვსკი (72)

„ტორინო“ – „სამპდორია“ 1:3 (0:0)

გოლები: 1:0 ვერდი (55), 1:1 რამირესი (70), 1:2 რამირესი (75), 1:3 კვალიარელა (79, პენ)

თეგებისერია A
0.125343