ფეხბურთი

3:16 | 9.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ "იუვენტუსის" რეკორდი დაამყარა

კრიშტიანუ რონალდუ 2020 წელს შეუჩერებელია და უკვე კარგა ხანია მოედნიდან უგოლოდ არ გადის. „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა „ვერონასთან“ შეხვედრაშიც შეძლო თავის გამოჩენა და მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი დამარცხდა (1:2), თავად რეკორდი დაამყარა.

რონალდუ „ბებერი ქალბატონის“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ში ზედიზედ 10 შეხვედრაში გოლი გაიტანა (ჯამში 15). კრიშტიანუმ დავიდ ტრეზეგეს 2005 წელს მიღწეული შედეგი გააუმჯობესა (9 თამაში).

35 წლის ფეხბურთელი მხოლოდ გაბრიელ ბატისტუტასა და ფაბიო კვალიარელას ჩამორჩება, რომელთა სერია 11 შეხვედრაში გაგრძელდა. ასე, რომ მომდევნო ტურში „ბრეშასთან“ თუ გაიტანს, იტალიის ჩემპიონატის რეკორდსაც გაიმეორებს.

ამასთან, რონალდუმ სერია A-ს მიმდინარე სეზონში მეოცე გოლი გაიტანა და ბოლო 11 სეზონის განმავლობაში ახერხებს მინიმუმ 20 გოლის გატანას უშუალოდ შიდა ჩემპიონატში. 2020 წელს კი, მისი შედეგები შთამბეჭდავია: 7 მატჩი და შვიდივეში გოლი (ჯამში 11).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111919