ფეხბურთი

20:40 | 8.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესი "ბარსელონას" დატოვებას არ აპირებს

არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევი ლიონელ მესი "ბარსელონას" დატოვებას არ აპირებს. როგორც Sky Sports News-ს სამხრეთამერიკელთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა, ფეხბურთელი კლუბში რჩება და წასვლაზე არც კი ფიქრობს.

რამდენიმე დღის წინ მესიმ კლუბის სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი საჯაროდ გააკრიტიკა და ევროპული მედია მის წასვლაზე ალაპარაკდა. მესის "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული, თუმცა Guardian-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, არგენტინელს გუნდის დატოვება მიმდინარე წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუძლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115092