ფეხბურთი

16:33 | 8.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ლუის სუარესის შეცვლა ლუის სუარესით სურს

კატალონიის „ბარსელონას“ ლუის სუარესისა და უსმან დემბელეს სერიოზული ტრავმების შემდეგ თავდამსხმელის დამატების აუცილებლობის საკითხი დაუდგა.

მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდი დაიხურა, კატალონელებს ერთი მოთამაშის დამატება მაინც შეუძლიათ. აღნიშნულ ინფორმაციას As-ი ავრცელებს.

კატალონელებს ლუის სუარესის შეცვლა ლუის სუარესით სურთ. კოლუმბიელი ამჟამად „სარაგოსას“ რიგებში თამაშობს, თუმცა იჯარით და მისი სატრანსფერო უფლებები „უოტფორდს“ ეკუთვნის. სწორედ ეს გარემოება ართულება „ბარსაში“ მის შესაძლო ტრანსფერს.

კატალონიაში მეორე ვარიანტი „რეალ სოსიედადიდან“ ვილიან ჟოზეს დამატებაა. რაც შეეხება სუარესს, „სარაგოსაში“ 24 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103702