ფეხბურთი

0:21 | 8.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიუგარი: "ბარსელონა" ჯამბაზების და უკლასო კლუბია"

ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა კრისტოფ დიუგარმა „ბარსელონაში“ მიმდინარე მოვლენები შეაფასა და კატალონურ გრანდს უკლასო უწოდა.

„ბარსელონა“ ჯამბაზების კლუბია. ისინი ყველაფერს შებრუნებულად აკეთებენ. მაგალითად ყიდულობენ კოუტინიოს და დემბელეს, შემდეგ კი მათი გაყიდვა სურთ. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ამ კლუბში გეგმა არ არსებობს. ახლა ერთადერთი პრიორიტეტი აქვთ, რომ პრეზიდენტი აირჩიონ. ერთმანეთის არ ესმით და ეს ნიშნავს, რომ უამრავი პრობლემა აქვს, სატრანსფერო ბაზარზეც.

ასეთი კატეგორიის გუნდში ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც არ აქვს კლასი. შესაბამისად, „ბარსელონა“ უკლასო გუნდია“, - თქვა დიუგარმა.

შეგახსენებთ, კრისტოფ დიუგარი „ბარსელონას“ ღირსებას 1997-1998 წლების სეზონში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.147566