ფეხბურთი

23:55 | 7.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის გუნდმა 4 თვისა და 14 ტურის შემდეგ მოიგო

თურქეთის სუპერლიგის XXI ტურში საბა ლობჟანიძის „ანკარაგიუჯიუმ“ ნანატრი გამარჯვება მოიპოვა. ნანატრი იმიტომ, რომ 29 სექტემბრის შემდეგ, 14 ტურის განმავლობაში ეს არ ჰქონდა გაკეთებული.

ჩვენებურის გუნდი „მალათიასფორს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 სძლია, ხოლო საბამ შეუცვლელად ითამაშა, აქტიურიც იყო, მაგრამ თავი ვერ გამოიჩინა.

ერთადერთი გოლი კი, 68-ე წუთზე დევერ ორგილმა გაიტანა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

„ანკარაგიუჯიუს“ 17 ქულა აქვს და ერთი პოზიციით წინ წაიწია, მაგრამ ჯერ კიდევ გასავარდნ ზონაში იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129169