ფეხბურთი

20:13 | 7.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ მესის "მანჩესტერ სიტიში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა

კატალონიის „ბარსელონადან“ ლიონელ მესის შესაძლო წასვლის შესახებ ბოლო დროს ინფორმაცია აქტიურად ვრცელდება. ერთ-ერთ სასურველ გუნდად კი „მანჩესტერ სიტი“ დასახელდა.

„ქალაქელთა“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მესის მის კლუბში გადასვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა:

„მესი „ბარსელონას“ ფეხბურთელია და დარჩება იქ, სადაც არის, ამას ვუსურვებ. სხვა გუნდის ფეხბურთელებზე არ ვისაუბრებ. ვფიქრობ, რომ კარიერას „ბარსელონაში“ დაასრულებს და ამის იმედი მაქვს“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, ლიონელ მესი პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით 2008-2012 წლებში თამაშობდა და ამ პერიოდშ 200-ზე მეტი გოლი გაიტანა.

0.149973