ფეხბურთი

14:15 | 7.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ტრაორეს დაბრუნება უნდა

"ბარსელონას" თავისი ყოფილი ფეხბურთელის და ამჟამად "ვულვერჰემპტონის" ნახევარმცველის ადამ ტრაორეს გადაბირება სურს, აღნიშნულ ინფორმაციას Daily Maily-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ბარსას" წარმომადგენლები მიმდინარე სეზონში ტრაორეს თამაშს აკვირდებიან და მისის გარჯით კმაყოფილები არიან.

ტრაორე "ბარსელონაში" 2012-15 წლებში ირიცხებოდა. თუმცა თამაში ძირითად გუნდში სულ ორჯერ მოუწია. მას შემდეგ ადამი "ასტონ ვილაში" და "მიდლსბროში" თამაშობდა.

"ვულვერჰემპტონის" რიგებში, ტრაორემ მიმდინარე სეზონში 35 შეხვედრა ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143455