კალათბურთი

15:11 | 7.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილმა ტრავმის შემდგომ სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი „ჯორჯთაუნ ჰოიასს” დაუპირისპირდა და 78:71 მოიგო.

მამუკელაშვილი ტრავმის მოშუშების შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში პირველად გამოჩდა. ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 12 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ამ გამარჯვების შემდგომ „სეტონ ჰოლს” 9 მოგების საპირისპიროდ 1 მარცხი აქვს და „ბიგ ისთის” კონფერენციაში ერთპიროვნული ლიდერია. მომდევნო შეხვედრას მამუკელაშვილის გუნდი 8 თებერვალს ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ „ვილანოვასთან” ჩაატარებს.

0.117002