ფეხბურთი

23:17 | 6.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სამპდორიამ" ახალგაზრდა დანიელი ფეხბურთელი დაიმატა

დანიის 21-წლამდელთა ნაკრების და "ნორშელანის" შემტევი მიკელ დამსგორი კარიერას "სამპდორიაში" გააგრძელებს. როგორც იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 19 წლის მოთამაშე გენუურ გუნდს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდება. ფეხბურთელის ტრანსფერი იტალიელებს შვიდი მილიონი ევრო დაუჯდათ.

დამსგორი "ნორშელანის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2018 წლიდან ასპარეზობს. მას შემდეგ მიკელმა 77 მატჩი ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა. შემტევის სატრანსფერო ღირებულება ხუთი მილიონი ევროა.

0.121759