ფეხბურთი

16:55 | 6.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "ვფიქრობდი, 35 წლის ასაკში მადეირაზე ვითევზავებდი"

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გუშინ 35 წლის გახდა, მაგრამ ასაკი მაინცდამაინც არ ეტყობა. ძველებურად შედეგიანად ირჯება და 2020 წელი საერთოდაც ბრწყინვალედ დაიწყო.

Canal 11-თან საუბარში პორტუგალიელმა აღიარა, რომ წლების წინ 35 წლის ასაკში მისი თავი მადეირაზე თევზაობაში წარმოედგინა.

„35 წლის ასაკში რას გავაკეთებდი წლების წინ ფიქრებში? ვფიქრობდი, რომ ამ ასაკში მადეირაზე ვითევზავებდი. მინდოდა პროფესიონალი ფეხბურთელი ვყოფილიყავი, მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ იმ ყველაფერს მოვიგებდი, რაც მოვიგე.

„იუვენტუსში“ თამაში კიდევ ერთხელ მაძლევს ჩემპიონთა ლიგის მოგების შესაძლებლობას. ვიცით, რომ ეს რთულია, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ შესაძლებელია, რადგან კარგი გუნდი გვყავს. წინ ეტაპობრივად უნდა ვიაროთ.

ყველაზე ლამაზი გოლი? ადვილი არაა არჩევა, ბევრი ასეთი და რთული გოლი იყო. ტურინში გატანილი მაკრატელა ნამდვილად ყველაზე რთული გოლი გახლდათ“, - თქვა რონალდუმ.

აქვე გეტყვით, რომ მხოლოდ 2020 წელს კრიშტიანუმ 6 მატჩში 10 გოლის გატანა მოახერხა. სერია A-ს ეგიდით კი, ზედიზედ ცხრა თამაშია თავის გამოჩენას ახერხებს (9 მატჩი, 13 გოლი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114143