ჩოგბურთი

23:50 | 5.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ჩოგბურთელებმა მოლდოვა ადვილად დაამარცხეს

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ევრო-აფრიკულ ზონაში ფედერაციის თასზე ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა. ისრაელთან 2:1 მოგების შემდეგ, ქართველებმა მოლდოვა კიდევ უფრო ადვილად, 3:0 დაამარცხეს.

ეკო გორგოძემ იანა ტიშჩენკოს ორ სეტში, ძალიან მარტივად, 6:0, 6:0 სძლია. აღსანიშნავია, რომ მატჩი მხოლოდ და მხოლოდ 37 წუთს გაგრძელდა. მეორე დაპირისპირებაში მარიამ ბოლქვაძემ ანასტასია ვდოვენცო დაამარცხა, ასევე ორ სეტში, თუმცა უფრო დაძაბულ ბრძოლაში - 7:5, 6:3.

წყვილთა თანრიგში დალაქიშვილი-ქარდავას დუეტმაც მოახერხა გამარჯვება. ამრიგად, საქართველოს ნაკრები ჯგუფში ტუნისის ნაკრებთან ერთად ორი გამარჯვებით ლიდერობს და 6 თებერვალს ბოლო ტურში ქართველი ჩოგბურთელები სწორედ ტუნისელებს დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11591