ფეხბურთი

22:08 | 5.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

მანინო: "ვგეგმავთ გუნდის შექმნას, რომელიც საქართველოში საუკეთესო იქნება" (+VIDEO)

როგორც უკვე გაუწყეთ, ქუთაისის "ტორპედოში" იტალიელი ინვესტორის ფაბიო მანინოს მისვლა გადაწყვეტილია. ადგილობრივმა მერიამ და მანინიმ დღეს საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და მხოლოდ ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი.

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

"იტალიელ ინვესტორთან შეთანხმება მიღწეულია. "ტორპედოს" პრობლემა გადაჭრილია - პირველი მარტიდან გუნდი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. დარჩა ტექნიკური საკითხები, რომელიც კლუბის გადაცემასთანაა დაკავშირებული", - თქვა ჭიღვარიამ.

თავად ფაბიო მანინოს თქმით კი, ქუთაისში ამბიციური გუნდის შექმნას აპირებს, რომელიც საქართველოში საუკეთესო იქნება:

"აქ ქუთაისის "ტორპედოს" შესაძენად ვართ. ვისაუბრეთ ქალაქის ხელმძღვანელობასთან, შევთანხმდით პირობებზე და როგორც კი შესაძლებელი იქნება, ხელშეკრულებას გავაფორმებთ. ვგეგმავთ ამბიციური კლუბის შექმნას, რომელიც ეროვნულ ლიგაში საუკეთესო იქნება", - აღნიშნა იტალიელმა.

0.114965