ფეხბურთი

20:29 | 5.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედო" გადარჩა: ქუთაისის მერია და იტალიელი ინვესტორები შეთანხმდნენ

გვირაბის ბოლოს როგორც ჩანს სინათლე გამოჩნდა და ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი მფლობელი ეყოლება. ადგილობრივი ტელეკომპანია, MegaTV-ის ინფორმაციით, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძისა და ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას შეხვედრა იტალიელ ინვესტორებთან ცოტა ხნის წინ დასრულდა.

შედეგად, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და იტალიელები მერიის მიერ შემოთავაზებულ პირობებზე თანახმა არიან. საბოლოო მოლაპარაკებები კვირის ბოლომდე დასრულდება და საქართველოს ოთხგზის ჩემპიონს ახალი მფლობელი ეყოლება.

მხარეებმა შეხვედრაზე იმ გარანტიებზე ისაუბრეს, რომელიც გუნდს უნდა ჰქონდეს - სტაბილური დაფინანსება, ფეხბურთელების მყარი კონტრაქტები და პირობების არდარღვევა. გარდა ამისა, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ღირსეული ასპარეზობა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

შეგახსენებთ, „ტორპედოს“ შეძენით იტალიელი ინვესტორი ფაბიო მანინო გახლავთ დაინტერესებული. ეროვნული ლიგის ახალი სეზონი კი, 29 თებერვალს დაიწყება და მანამდე იმერულ გუნდში ყველაფერი უნდა მოესწროს.

თეგებიტორპედო
0.151846