ფეხბურთი

21:36 | 5.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალში" მარტინელი საუკეთესოა

ლონდონის „არსენალის“ იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად გაბრიელ მარტინელი დასახელდა. როგორც „მეთოფეთა“ ვებგვერდი იტყობინება, ბრაზილიელმა გამოკითხვაში ყველაზე მეტი, ხმების 49% მიიღო.

მეორე-მესამე ადგილები შესაბამისად, გრანიტ ჯაკამ და ბუკაიო საკამ დაიკავეს. იანვარში მარტინელიმ პრემიერლიგაში სამ თამაშში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

საერთო ჯამში კი, მიმდინარე სეზონში 18 წლის ფეხბურთელმა 23 შეხვედრაში 10 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116226