ჩოგბურთი

14:15 | 5.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ ისრაელი დაამარცხა

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები, რომელიც ფინეთში იმყოფება და ფედერაციის თასის მე-2 ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში ასპარეზობს.

ჯგუფში საქართველომ პირველსავე შეხვედრაში ისრაელი დაამარცხა. ჯერ ეკო გორგოძემ ირინა გლუშკოს 6:3, 4:6, 6:4 აჯობა. შემდეგ მარიამ ბოლქვაძემ ვლადა კატიჩი 7:1, 6:1 დაამარცხა და საქართველომ ჯგუფში პირველი გამარჯვება იზეიმა.

დღეს ქართველი ჩოგბურთლები მოლდოვის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ხოლო 6 თებერვალს კი ტუნისის ნაკრებს.

0.146866