რაგბი

13:26 | 5.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის მატჩი „ნელსონ მანდელა ბეი სთედიუმზე“ ჩატარდება

სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მატჩი 18 ივლისს, პორტ ელიზაბეთში, „ნელსონ მანდელა ბეი სთედიუმზე“ ჩატარდება, რომელიც 48 ათას გულშემატკივარს იტევს. აღნიშნული ინფორმაცია სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა ოფიაციალურად დაადასტურა.

მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონები მანამდე ორ ტესტშეხვედრას კეიპ-თაუნსა და დურბანში გამართავენ. აღსანიშნავია, რომ 18 ივლისს სამხრეთ აფრიკა ეროვნული გმირის, ნელსონ მანდელას დაბადების 102 წლისთავს აღნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკას ისტორიაში მეორედ ხვდება. პირველად აღნიშნული გუნდები ერთმანეთს 2003 წლის მსოფლიოს თასზე შეხვდნენ და შეხვედრა აფრიკელების გამარჯვებით 46:19 დასრულდა.

0.119176