კალათბურთი

12:49 | 5.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში იანისი და ლებრონი აღიარეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში "ლეიკერსის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი, ხოლო აღმოსავლეთში "მილოუკის" ფორვარდი იანის ადეტოკუმპო აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვედი ავრცელებს.

იანვრის თვეში "მილოუკმა" 13-დან 11 შეხვედრა მოიგო, იანისი კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 29.2 ქულას, 13.4 მოხსნას და 5.7 პასს აგროვებდა. "ლეიკერსმა"15-დან 10 მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა. ლებრონ ჯეიმსი საშუალოდ ერთ მატჩში 25.4 ქულას, 8.1 მოხსნას და 10.4 პასს აკეთებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112256