კალათბურთი

10:50 | 5.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენციის ლიდერებმა მოიგეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შევედრა გაიმართა.


"ლეიკერსმა" შინ "სან ანტონიო" 129:102 დაამარცხა. ლოს ანჯელესელებმა მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგეს. ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 36 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა შესძინა. დეროზანი 28 ქულა, 9 მოხსნადა 7 პასი მიითვალა. "ლეიკერსი" 38 მოგებით და 11 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.
"მილოუკი ბაქსმა" გასვლაზე "ნიუ ორლეანს" 120:108 აჯობა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ვისკონსინელებმა 42:24 მოიგეს. იანის ადეტოკუმპომ 34 ქულა 17 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა. ინგრამს 32 ქულა ჰქონდა. ზაიონ უილიამსმა 20 ქულა 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. "მილოუკი" 43 მოგებით და 7 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა.

"ნიუ ორლეანი" - "მილოუკი" 108:120 (33:26, 28:32, 24:42, 23:20)
https://www.youtube.com/watch?v=APmDom-rtNI

"ჰიუსტონი" - "შარლოტ ჰორნეტსი" 125:1120 (22:34, 40:29, 30:25, 33:22)
https://www.youtube.com/watch?v=KD68NjtQuxc

"დენვერი" - "პორტლენდი" 127:99 (37:28, 27:10, 36:36, 27:25)
https://www.youtube.com/watch?v=CAAIj7w7F0c

"ლეიკერსი" - "სან ანტონიო" 129:102 (21:19, 30:22, 36:33, 42:28)
https://www.youtube.com/watch?v=XQ6XvAyi5KM

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105164