ფეხბურთი

22:03 | 4.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბელარუსის ნაკრები შესაძლოა ნატურალიზებული ფეხბურთელით გაძლიერდეს

ერთა ლიგის ნახევარფინალის წინ ბელარუსის ნაკრები ფეხბურთელის ნატურაზლიაციაზე ფიქრობს. საქმე ეხება 22 წლის ყაზახე ნახევარმცველ ვლადისლავ ვასილიევს, რომელიც წარმოშობით ბელარუსია, თუმცა ყაზახეთში დაიბადა და კარიერაც იქ დაიწყო.

ამჟამად ვასილიევი ბრესტის „დინამოს“ ღირსებას იცავს და ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა ყაზახურ მედიასთან ამ საკითხზე ღიად ისაუბრა:

„დიახ, გაფართოებულ სიაში იყო, მაგრამ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებთ, როგორ ითამაშებს კლუბში. შარშან მას კარგი სეზონი ჰქონდა და ვიცით, რომ შეუძლია ჩვენი მოქალაქეობის მიღება“, - განაცხადა მარხელმა.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის შემოდგომაზე ვასილიევს ყაზახეთის ნაკრებში უხმეს, მაგრამ მიწვევაზე უარი თქვა. 22 წლის ფეხბურთელმა მაშინ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას თუ რომელ ნაკრებში ეთამაშა, მოგვიანებით მიიღებდა. შეგახსენებთ, რომ საქართველო ბელარუსს 26 მარტს, "დინამო არენაზე" დაუპირისპირდება.

0.112086