ფეხბურთი

20:31 | 4.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

დემბელესთვის სეზონი დასრულდა

კატალონიის „ბარსელონას“ ლუის სუარესის შემდეგ მიმდინარე სეზონის ბოლომდე კიდევ ერთი შემტევი, უსმან დემბელე დააკლდება. ფრანგი ფეხბურთელი ნოემბრის შემდეგ ლაზარეთში იყო, ვარჯიში ცოტა ხნის წინ განაახლა, მაგრამ ლაზარეთში უმალვე დაბრუნდა.

ერთ-ერთ საწვრთნელ პროცესზე დემბელემ კუნთის ტრავმა მიიღო. როგორც კლუბის მიერ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, დაზიანება სერიოზულია და უახლოეს ხანში მიიღებენ გადაწყვეტილებას ქირურქგიულ ჩარევასთან დაკავშირებით.

შედეგად, თითქმის გადაწყვეტილია, რომ უსმანი მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ გავა. 22 წლის შემტევის ანგარიში წლევანდელ სეზონში 9 თამაში და 1 გოლია.

„ბარსელონას“ განკარგულებაში კი, მხოლოდ სამი შემტევი, ლიონელ მესი, ანსუ ფატი და ანტუან გრიზმანია. სატრანსფერო ფანჯარაც დაიხურა, რაც კიკე სეტიენის გუნდისთვის დამატებითი თავსატეხია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114851