კალათბურთი

23:29 | 4.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში ბრაუნი და ლილარდი გამოარჩიეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში „პორტლენდის“ ლიდერი დამიენ ლილარდი და აღმოსავლეთში „ბოსტონის“ კალათბურთელი ჯეილენ ბრაუნი აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„ბოსტონმა“ გასულ კვირას სამივე შეხვედრა მოიგო, ბრაუნი კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 25 ქულას და 6.3 მოხსნას აგროვებდა.

„პორტლენდმაც“ სამივე მატჩი მოიგო, ლილარდი კი საშუალოდ ერთ მატჩში 45 ქულას, 11 პასს და 7 მოხსნას აკეთებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114226