ფეხბურთი

23:58 | 3.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალის" ყველაზე ცუდი სეზონი 107 წლის შემდეგ

ლონდონის „არსენალისთვის“ მიმდინარე სეზონი ძალზე წარუმატებლად და უფერულად მიმდინარეობს. „მეთოფეებს“ ვერც მიკელ არტეტა შველის, რომელიც ამ სეზონში უკვე მესამე მწვრთნელია უნაი ემერისა და ფრედერიკ ლიუნგბერგის შემდეგ.

უგოლო ფრე „ბარნლისთან“, რის შედეგადაც ორივე გუნდი 31 ქულით და სატურნირო ცხრილის შუაში დარჩა. ლონდონელებისთვის ეს იყო ზედიზედ მეოთხე ფრე და ჩემპიონთა ლიგის ზონასთან დაშორება 10 ქულას შეადგენს.

6 მოგება, 13 ფრე და 6 წაგება - შემაშფოთებელი შედეგია. გაირკვა, რომ „არსენალს“ ამაზე ცუდი მაჩვენებელი 107 წლის წინ, 1912-1913 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც ერთადერთი თამაში მოიგო. 13 ფრე კი, 38 ტურის შემდეგაც არასდროს ჰქონია.

„მეთოფეებზე“ კარგი ეფექტი ვერც არტეტამ მოახდინა, რადგან მას შემდეგ რაც ესპანელი მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, „არსენალმა“ შვიდიდან ერთადერთი თამაში მოიგო.

0.127945