ფეხბურთი

23:33 | 3.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რეინჯერსი" = კორონავირუსი"

კორონავირუსი მსოფლიოს ახალი თავსატეხია, რომლის ეპიდემია ჩინეთის ქალაქ ვუჰანში გავრცელდა. შოტლანდიური ფეხბურთის გრანდების, „სელტიკისა“ და „რეინჯერსის“ მტრობა კი ათწლეულებს ითვლის.

„ჰამილტონისა“ და „სელტიკის“ შეხვედრაში, რომელიც გლაზგოელებმა 4:1 მოიგეს, სტუმარმა ქომაგებმა თითქოს ჩვეულებრივი, მაგრამ ძალიან მძიმე შინაარსის ბანერი გამოფინეს: „რეინჯერსი“ = კორონავირუსს“.

ბუნებრივია, ამ გუნდების მტრობას საზღვარი არ აქვს, მაგრამ ასეთი შედარება მაინც სცდებოდა ყოველგვარ სპორტულ დაძაბულობას. კორონავირუსმა ამ დროისთვის 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 8.200 ადამიანს ეს ეპიდემია აღმოაჩნდა.

„სელტიკი“ და „რეინჯერსი“ ჩემპიონობისთვის იბრძვიან და თეთრ-მწვანეებს 7-ქულიანი უპირატესობა გააჩნიათ, მაგრამ თამაშით მეტიც აქვთ ჩატარებული.

0.119886