ფეხბურთი

17:05 | 3.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩირო იმმობილემ სერია A-ში 61 წლის წინ დამყარებული რეკორდი გაიმეორა

რომის „ლაციოს“ თავდამსხმელმა ჩირო იმმობილემ სერია A-ში 61 წლის წინ დამყარებული რეკორდი გაიმეორა. იტალიელ ფორვარდს 21 ტურის შემდეგ 25 გოლი აქვს გატანილი და აპენინზე ამაზე მეტი გოლი ხსენებული ეტაპისთვის ისტორიაში არავის გაუტანია. 1959 წელს, ანალოგიური შედეგი ჰქონდა ანტონიო ანჯელინოს და ჩირომაც მისი მიღწევა გაიმეორა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სერია A-ში 21 ტური კი მიილია, მაგრამ „ლაციოს“ ერთი თამაში გამოტოვებული აქვს, რომელსაც ოთხშაბათს „ვერონასთან“ ჩაატარებს და იმმობილესაც შეუძლია რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი გახდეს.

მაშინ ანჯელინომ სეზონი 33 გოლით დაასრულა, ხოლო ერთ სეზონში გატანილი გოლებით რეკორდი გონსალო იგუაინს ეკუთვნის, რომელმაც 2015-2016 წლების სეზონში 36 გოლი გაიტანა.

იმმობილე ბომბარდირთა დავაში კრიშტიანუ რონალდუს 6 გოლით უსწრებს და არამარტო იტალიაში, ევროპის მასშტაბითაც ყველაზე შედეგიანია. შესაბამისად, „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში ამ წუთისთვის პირველ ადგილზეა.

0.111306