ფეხბურთი

22:24 | 2.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ჩემპიონთა ლიგის მოგების გარეშე "სიტიში" ჩემი მუშაობა უარყოფითად შეფასდება"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა დარწმუნებულია, რომ მისი მუშაობის პერიოდში ინგლისური გუნდი ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, ეს უარყოფითი შედეგი იქნება.

ესპანელის განცხადებით, მუშაობის შეფასების მთავარი კრიტერიუმი ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე ნაჩვენები შედეგია.

„რა თქმა უნდა, შეფასება მოხდება არა თამაშის ხარისხით, არამედ მოგებული ტიტულებით. ეს სიმართლეა და ყველაფერი მარტივადაა. შარშანდელი სეზონი ჩვენთვის დიდებული იყო, მაგრამ ხალხი ამბობდა: „ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო“. აი, ამიტომ ჩემი მუშაობა „სიტიში“ უარყოფითად შეფასდება თუ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებთ, ეს ვიცი.

თუმცა, მე მომწონს ჩემს ფეხბურთელებთან მუშაობა და კიდევ ბევრ თამაშს მოვიგებთ. გვჯერა, რომ ამ სტილში გამარჯვება შეგვიძლია, ვნახოთ, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ ესპანელის ხელმძღვანელობით „ქალაქელებმა“ ორ-ორჯერ ინგლისის პრემეირლიგა, ინგლისის ლიგის თასი და ინგლისის სუპერთასი მოიგეს, ხოლო ერთხელ ინგლისის ასოციაციის თასი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117184