ფეხბურთი

19:27 | 2.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

იეს თორუპი: "ჩაკვეტაძე ძალიან კარგი იყო"

ბელგიური „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა „მეხელენთან“ (3:0) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა და გიორგი ჩაკვეტაძის შესახებაც მოკლე კომენტარი გააკეთა. დანიელი სპეციალისტის განცხადებით, გუნდის გამარჯვება მხოლოდ ძირითად შემადგენლობაში მოთამაშე ფეხბურთელები არ არიან.

„ძალიან კარგია, რომ ზედიზედ 4 თამაში მოვიგეთ და 12-დან 12 ქულა მოვიპოვეთ. მაგრამ ეს მხოლოდ იმ 11 ფეხბურთელის დამსახურება არაა, რომელიც მოედანზე გადის. ამაში ცვლილებაზე შესული მოთამაშეების წვლილიცაა. ანდიმ დღეს ისევ გაიტანა (ნიანგბომ), ჩაკიმ ძალიან კარგად ითამაშა (ჩაკვეტაძემ). ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ნამდვილი გუნდი ვართ და ამაში ყველა მონაწილეობს“, - განაცხადა თორუპმა.

შეგახსენებთ, გიორგი ქვილითაიამ 76-ე წუთამდე ითამაშა და მეორე საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო მის ნაცვლად მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე გამოჩნდა და მესამე საგოლე შეტევა წამოიწყო.

0.115638