ფეხბურთი

17:35 | 2.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ - გოლები და რეკორდები

„იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ 2020 წელს უბრალოდ შეუჩერებელია. პორტუგალიელმა მიმდინარე წელს 6 თამაში ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. ხსენებული მატჩებიდან კი, მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია.

რონალდუმ დავიდ ტრეზეგეს 2005 წელს დამყარებული რეკორდიც გაიმეორა: „იუვენტუსის“ მაისურით სერია A-ში ზედიზედ 9 შეხვედრაში გატანილი გოლი (13 გოლი სულ). უშუალოდ სერია A-ს რეკორდი კი, გაბრიელ ბატისტუტასა და ფაბიო კვალიარელას აქტივშია, რომლებმაც თავის დროზე მიჯრით 11 მატჩში გამოიჩინეს თავი. პორტუგალიელი ახლოსაა ხსენებული რეკორდის გამეორებასთან, მომდევნო ორ თამაშში გოლების გატანა სჭირდება. მისი მეტოქეები კი, „ვერონა“ და „ბრეშა“ იქნებიან.

მადრიდის „რეალში“ თამაშის პერიოდში რონალდუს საუკეთესო სერია ზედიზედ 10 მატჩში გოლი იყო (ლა ლიგაში). „იუვეში“ იგივე შედეგის დასაფიქსირებლად მომდევნო თამაშში გოლი სჭირდება.

ვთქვათ ისიც, რომ „იუვენტუსის“ მაისურით კრიშტიანუ დღეს 50-ე გოლი გაიტანა (70 თამაში, 12 საგოლე პასი). ეს ყველა ტურნირის ჩათვლით, ხოლო უშუალოდ სერია A-ში 50 მატჩი, 40 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა მის აქტივში. და ბოლოს, 34 წლის ფეხბურთელს ზედიზედ ცხრა შეხვედრაში გოლი სამ ტურნირზე, ლა ლიგაში, სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112659