ჩოგბურთი

17:12 | 2.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა დიდი სლემის მე-17 ტურნირი მოიგო

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაძაბულ ბრძოლაში 6:4, 4:6, 2:6, 6:3, 6:4 ავსტრიელი დომინიკ ტიმი დაამარცხა. შეხვედრა ოთხ საათს გაგრძელდა.

პირველი სეტის წაგების შემდეგ დომინიკმა ზედიზედ ორი პარტია მოიგო, 2:1 დაწინაურდა და შეხვედრის მოგების რეალური შანსი გაუჩნდა. მეოთხე სეტში 1:1-ზე ავსტრიელმა ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, რაც შეგვიძლია მატჩის გარდამტეხ მომენტად ჩავთვალოთ. მეხუთე გადამწყვეტ სეტში ჯოკოვიჩმა გამოცდილების ხარჯზე იმარჯვა.

ნოვაკმა ავსტრალიის ღია პირველობა, მერვედ მოიგო, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ხოლო დიდი სლემის ტურნირს მეჩვიდმეტედ დაეუფლა, რითაც მხოლოდ რაფაელ ნადალს (19) და როჯერ ფედერერს (20) ჩამორჩება.

ნოლემ კარიერაში, ერთეულთა თანრიგში 78-ე ტიტული მოიპოვა, რითაც ლეგენდარულ ჯონ მაკინროის გადაასწრო, ყველაზე მეტი 109 ტიტული ჯიმი კონორსს აქვს მოგებული.

ამ გამარჯვებით ნოვაკმა 4.1 მილიონი ამერიკული დოლარი და 2000 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, ხოლო ტიმმა 2 მილიონი დოლარი და 1200 სარეიტინგო ქულა მიიიღო. ხვალიდან რეიტინგის სათავეში ისევ ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება.

0.114617