ფეხბურთი

10:30 | 2.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი მბაპესთან ინციდენტზე: "მწვრთნელი მე ვარ და მე ვწყვიტავ ვის შევცვლი"

"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა კილიან მბაპესთან ინციდენტზე განაცხადა, რომ შეცვლებზე გადაწყვეტილებებს თავად იღებს და მსგავსი საქციელი ფეხბურთელის მხრიდან საჭირო არ იყო. ტუხელმა "მონპელიესთან" შეხვედრაში მბაპეს ნაცვლად იკარდი 68-ე წუთზე შეიყვანა, ხოლო ამ ფაქტის გამო ფრანგმა უკმაყოფილება გამოთქვა.

"მე ვარ მწვრთნელი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ვის შეცვლის. მბაპე ინტელიგენტია, იცის რასაც აკეთებს და არ მოსწონს როცა ცვლიან და ეს არავის მოეწონება. არ იყო კარგი სანახავი ეს მომენტი, რადგან უარყოფითი გამოხმაურება ექნება ამ ეპიზოდს, თუმცა ყველა გუნდს აქვს პრობლემები. არ გავბრაზებულვარ, თუმცა არ იყო საჭირო ასე მოქცევა. მას ავუხსენი რატომაც ვცვლიდი. ჩვენ ჩოგბურთს არ ვთამაშობთ, ეს ფეხბურთია და ყველას პატივი უნდა ვცეთ." - განუცხადა Goal-ს გერმანელმა სპეციალისტმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114631