ფეხბურთი

16:58 | 2.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედის" იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ფრედი დაასახელეს

"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატიკვრებს შორის გამოკითხვის შედეგად იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ბრაზილიელი ფრედი გახდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 110 ათასმა ადამიანმა მიიღო და სამხრეთამერიკელმა ხმების 51 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე გასულმა ბრენდონ უილიამსმა კი - 23 პროცენტი.

გასულ თვეში ფრედმა პრემიერლიგასა და ინგლისის თასზე ჯამში ცხრა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სტაბილურად თამაშობდა. მართალია აღნიშნულ შეხვედრებში ბრაზილიელმა თავი არც გოლით და არც საგოლე გადაცემით გამოიჩინა, თუმცა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და გულშემატკივრებს ყველაზე მეტად სამხრეთამერიკელის ასპარეზობა მოეწონათ. იანვარში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ცხრა შეხვედრიდან 4 მოიგო და 4 მატჩში მარცხი განიცადა.

0.110766