ფეხბურთი

17:04 | 1.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

სეტიენი: "მესისთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, არგენტინელი ყველაფერს აკეთებს გუნდის წარმატებისთვის.

„იმედია ყველას დავარწმუნებთ, რომ მესი „ბარსელონაში“ ბედნიერია და გუნდის დატოვებაზე არ ფიქრობს. ლიონელთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ისევე, როგორც სხვა ფეხბურთელებთან. ყველამ იცის, რომ ის ნამდვილი ჩემპიონია, მაგრამ მუშაობს არამხოლოდ საკუთარი, არამედ გუნდის წარმატებისთვისაც. მესიმ იცის რამდენად მნიშვნელოვანია „ბარსელონასთვის და ყველაფერს აკეთებს გამარჯვებისთვის“, - თქვა სეტიენმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ წინა ტურში „ვალენსიასთან“ წააგო, ხოლო უახლოეს მატჩს 2 თებერვალს, „ლევანტესთან“ ჩაატარებს.

0.150704