ფეხბურთი

15:20 | 1.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

პაკო ალკასერი ესპანეთში დაბრუნდა

„დორტმუნდის“ აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი პაკო ალკასერი ესპანეთში დაბრუნდა და კარიერას „ვილიარეალში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ესპანური გუნდის ვებგვერდი იტყობინება. მხარეებს შორის კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაფორმა.

პაკომ სახელი „ვალენსიაში“ გაითქვა, სადაც 124 მატჩში 43 გოლი გაიტანა. შემდეგ კი, „ბარსელონაში“ გადავიდა, მაგრამ კატალონიაში მისი კარიერა წარმატებული არ გამოდგა - 50 თამაში, 15 გოლი.

„დორტმუნდში“ პაკო 2018 წლიდან თამაშობდა და თავიდან იმდენად შესანიშნავად ირჯებოდა, რომ გერმანელებმა უმალვე გამოისყიდეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, „ყვითლები“ მას მალევე დაშორდნენ. ესპანელმა ფორვარდმა გერმანულ გუნდში 47 თამაშში 26 გოლის გატანა მოახერხა.

0.114096